If you link to this petition, please use the following url: https://www.petitions.net/73644 |
პეტიცია რაიან გრისტის დანიშვნასთან დაკავშირებით
საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებლები, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას.
რაიან გრისტი მოქმედებდა რა თავისი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ, 2008 წელს ამაგრებდა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ზიანს აყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაიან გრისტის ქმედება დაგმო ეუთომ და იგი გაწვეულ იქნა.
საზოგადოება „ივერია“, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარმოუდგენლად მივიჩნევთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად საქართველოს მთავრობას არ ცოდნოდა კანდიდატის ვინაობა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. მეტიც, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და მინიმუმ მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ არ წარადგენს.
ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე.
მივიჩნევთ, რომ რაიან გრისტის უკან გაწვევა არც ახლა არის გვიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში იმოქმედოს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად.
გრიგოლ ვაშაძე
ნიკა ვაშაკიძე
ნიკა რურუა
მამუკა კუდავა
მამუკა გამყრელიძე
ნინო კალანდაძე
ნინო ნაკაშიძე
გელა ბეჟუაშვილი
გიგი კუბლაშვილი
გია ჯაფარიძე
ნოდარ ხარშილაძე
პაატა გაფრინდაშვილი
ბათუ ქუთელია
მამუკა ჟღენტი
გიორგი ბადრიძე
სალომე სამადაშვილი
დავით სიხარულიძე
ზურაბ ჭიაბერაშვილი
გიორგი მუჩაიძე
კახა ლომაია
თემურ იაკობაშვილი
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი
კოტე გაბაშვილი
კახა გოგოლაშვილი
ლევან დუჩიძე
მაია ჯორჯაძე
ზურაბ კაჭკაჭიშვილი
ნათია მეგრელიშვილი
ზურაბ ოდილავაძე
ალექსანდრე რონდელი
გაზეთი "Iveria.biz" Verfasser der Petition kontaktieren
Mitteilung des Administrators dieser WebsiteWir haben diese Petition geschlossen und die persönlichen Daten der unterzeichnenden Personen entfernt.Die Datenschutz-Grundverordnung der Europäischen Union (DSGVO) erfordert einen legitimen Grund für die Speicherung persönlicher Daten sowie die kürzestmögliche Aufbewahrung der Informationen. |